“ნაპოლისთან” დამარცხების შემთხვევაში ხავი შეიძლება გადააყენონ

ჩემპიონთა ლიგაზე “ნაპოლისთან” დამარცხების შემთხვევაში, შეიძლება ხავის ნაადრევად მოუწიოს “ბარსელონას” მწვრთნელის პოსტის დატოვება.
As-ის ცნობით, კატალონიური კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა დარწმუნებული არაა, რომ ხავი სეზონის დარჩენილ ნაწილში გუნდს წარმატებულად გაუძღვება, მისი გარემოცვა კი სიტუაციის გამოსასწორებლად სასწრაფოდ გადამწყვეტი ზომების მიღებისაკენ მოუწოდებს. ხავის მუშაობის შედეგებით აგრეთვე იმედგაცრუებულია სპორტული დირექტორი დეკო.