ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, ეს არის ბინძური ტყუილი – დავით შარაშიძე

“რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, თითქოს თოვლში ჩარჩენილმა, პარკინსონით დაავადებულმა ხანშიშესულმა მამაკაცმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში დარეკა და ითხოვა მედიკამენტი სახელწოდებით პარკინი, მერიამ კი გადაამისამართა ჟორჟოლიანის ფონდში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის ბინძური ტყუილი”- ამის შესახებ წერს ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე.
როგორც შარაშიძე განმარტავს, ცხელ ხაზზე მსგავსი შეტყობინება საერთოდ არ დაფიქსირებულა.
რაც შეეხება მედიკამენტებს, აღნიშნავს, რომ მერია ყველა ასეთ მოთხოვნაზე დაუყოვნებლივ რეაგირებს.
“რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, თითქოს თოვლში ჩარჩენილმა, პარკინსონით დაავადებულმა ხანშიშესულმა მამაკაცმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში დარეკა და ითხოვა მედიკამენტი სახელწოდებით პარკინი, მერიამ კი გადაამისამართა ჟორჟოლიანის ფონდში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის ბინძური ტყუილი – ცხელ ხაზზე მსგავსი შეტყობინება საერთოდ არ დაფიქსირებულა.
მედიკამენტების ყველა მოთხოვნაზე მერია დაუყოვნებლივ რეაგირებს. ის ფაქტი, რომ ჟორჟოლიანი ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით ავრცელებს მსგავს სიცრუეს, გასაკვირი არ არის, მაგრამ თუ დავაკვირდებით მის Facebook პოსტს, ვნახავთ, რომ არც სოფლის სახელია მითითებული, არც ადამიანის სახელი და გვარი, რაც მარტივად ადასტურებს მის მიერ გავრცელებული ამბის სიყალბეს.”– წერს შარაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

კვლევების თანახმად, თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენ შეგვიძლია იმაზე მაღალი შედეგის მიღებაც კი, რაც მივიღეთ წინა საპარლამენტო არჩევნებზე, ოპოზიციამ რომც მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, მათ მაქსიმუმ 3-4 მანდატის მიღება შეუძლიათ საკრებულოებში