ნათია მეზვრიშვილი: დუმდა ყველა საგამოძიებო, დუმდა პროკურატურა

“ახალგაზრდები, ბავშვები, ქალები მოხუცები ცემეს – არანაირი გამოძიება, არანაირი დაკავება. არავინ აღშფოთებულა „ოცნებიდან“;
მეტიც, დამწკრივდნენ და დიდიან-პატარიანად ყველა ძალადობას ამართლებდა და კიდევ უფრო მეტი ძალადობისკენ მოუწოდებდა;
არც „ოცნების“ აღშფოთებული ქალები მახსენდება მათ თანამოქალაქე ბავშვებს, ქალებს და მოხუცებს რომ ცემდნენ;
მეტიც, მოძალადე ზონდერებს ამნისტია გამოუცხადეს და სრული დაუსჯელობის გარანტიები მისცეს;
არც „ოცნების“ არასახალხო დამცველი აღშფოთებულა, როცა ხალხს უმოწყალოდ ცემდნენ და მოძალადეებს დასჯის ნაცვლად, ამნისტიას ახებდნენ; როცა ხალხს ხმებს პარავდნენ და მათ თავისუფალ ნებაზე ძალადობდნენ.
დუმდა ყველა საგამოძიებო, დუმდა პროკურატურა.
რაც გუშინ ვნახეთ, ასე გამოიყურება „ოცნების სამართალი“ და „ოცნების“ დამცველად გაფორმებული არასახალხო დამცველი,” – პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს