ნათია თოდუას ორგანიზებით, აქციებზე დაკავებული ახალგაზრდების ოჯახების დასახმარებლად ბერლინში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

20 დეკემბერს, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, მომღერალ ნათია თოდუას ორგანიზებით, საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება – მუსიკალური საღამო საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებული ახალგაზრდების ოჯახების დასახმარებლად იმართება.

როგორც საქველმოქმედო საღამოს ორგანიზატორი, ნათია თოდუა აღნიშნავს, ის კონცერტზე მეგობრებთან ერთად იმღერებს.

“საქველმოქმედო კონცერტი საქართველოსთვის – „We Stand With Georgians“. შემოსვლა უფასოა!

შემოწირული თანხა მოხმარდება აქციებზე უსამართლოდ დაპატიმრებული ახალგაზრდების ოჯახებს…

ჩემი ქვეყნის მოსახლეობა იბრძვის საკუთარი თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და მომავლისთვის. საქართველო იმსახურებს, რომ იყოს ევროპის ნაწილი.

ჩემს ქართველ და ევროპელ მეგობრებს გიწვევთ მუსიკალურ საღამოზე „We Stand With Georgians“, – წერს ნათია თოდუა.