ნავალნის ცოლი ქმრის სიკვდილზე: თუ ეს სიმართლეა, მინდა პუტინმა იცოდეს, რომ პასუხს აგებს (ვიდეო)

მადლობა სცენის დათმობისთვის. ალბათ ყველამ ვნახეთ დღევანდელი საშინელი სიახლე. ვფიქრობდი, აქ გამოვსულიყავი თუ შვილებთან გავფრენილიყავი, მაგრამ შემდეგ თავს ვკითხე, რას იზამდა ჩემს ადგილზე? და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ამ სცენაზე იქნებოდა.
არ ვიცი, დავუჯეროთ თუ არა იმ საშინელი სიახლეებს, რომლებსაც მხოლოდ ს სამთავრობო წყაროებისგან ვიღებთ, რადგან მრავალი წლის განმავლობაში, კარგად მოგეხსენებათ, შეუძლებელია ვენდოთ პუტინს, პუტინის ხელისუფლებას, ისინი მუდამ იტყუებიან. მაგრამ თუ ეს სიმართლეა, მსურს პუტინმა, მისმა გარემოცვამ, პუტინის მეგობრებმა, მისმა ხელისუფლებამ იცოდეს, რომ ისინი პასუხს აგებენ იმისთვის, რაც გაუკეთეს ჩვენს ქვეყანას, ჩემს ოჯახსა და ჩემს ქმარს. და ეს დღე ძალიან მალე დადგება.
მსურს მოვუწოდო მთელ მსოფლიო საზოგადოებას, ყველას, ვინც ამ დარბაზში იმყოფება, ხალხს მთელ მსოფლიოში, რომ უნდა გავერთიანდეთ, რათა დავამარცხოთ ეს ბოროტება, დავამარცხოთ ეს საშინელი რეჟიმი, რომელიც რუსეთშია. ამ რეჟიმმა და ვლადიმირ პუტინმა პირადად უნდა აგონ პასუხი ყველა საშინელებისთვის, რასაც ჩემს ქვეყანას, ჩვენს ქვეყანას – რუსეთს უკეთებენ ბოლო წლებში. დიდი მადლობა.

ასევე დაგაინტერესებთ

გვალია: ეხლა მომისმინეთ! ამ დასში მეც ვარ და მაგრად არ მსიამოვნებს როცა სხვის ნამოქმედარს მე და განსხვავებულ აზრზე მყოფ მსახიობებს გვტენიან არასწორად ინფორმირებული სააგენტოები თუ ინდივიდუალური პირები!

პაატა მანჯგალაძე – რეჟიმი ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ რუსულია და დაუფარავად გადავიდა ქვეყნის ინტერესების ღალატზე – საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი, ძლიერი და ევროკავშირის წევრი ქვეყანა!