ნავალნის გუნდმა მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაციაზე €100 000-იანი ჯილდო დააწესა

ს თანამებრძოლებმა პოლიტიკოსის სიკვდილის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ფულადი ჯილდო დააწესეს. ინფორმაციას გარდაცვლილი ოპოზიციონერის თანაპარტიელი ივან ჟდანოვი ავრცელებს და ამბობს, რომ ჯილდო 100 000 ევროა.
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 47 წლის ასაკში 16 თებერვალს, ს ციხეში დაიღუპა. მისი სიკვდილის მიზეზად რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ თრომბი დაასახელა. თუმცა, მსოფლიო ლიდერები ოპოზიციონერის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას კრემლს და პირადად პრეზიდენტ პუტინს აკისრებენ.
ნავალნის ოჯახი მისი ცხედრის გადაცემას 8 დღის განმავლობაში ითხოვდა და საბოლოოდ გუშინ, 24 თებერვალს, მის დედას, ლუდმილა ნავალნაიას გადაეცა.