ნავალნაია: საჭიროა ახალი მეთოდები, რათა ვებრძოლოთ პუტინის დანაშაულებრივ დაჯგუფებას

დაღუპული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ს ცოლი იულია ნავალნაია დღეს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. მან ევროპარლამენტარებს მიმართა, რომ პუტინის დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან საბრძოლველად ახალი მეთოდები მოიძიონ.
იულია ნავალნაიამ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს პუტინს “სისხლიანი, დაუნდობელი მონსტრი უწოდა” და თქვა, რომ “პუტინმა უნდა აგოს პასუხი იმაზე, რაც გაუკეთა ქვეყანას და ალექსეის”.
ნავალნაიას თქმით, რუსეთში ათობით მილიონი ადამიანი გამოდის ომის, თუმცა არა პუტინის და სიბოროტის წინააღმდეგ, რომელსაც ის ახორციელებს. მისი თქმით, ასეთ ადამიანებთან თანამშრომლობა უნდა დაამყარონ.
“პუტინი არ არის პოლიტიკოსი, ის არის სისხლიანი, დაუნდობელი მონსტრი. ის ხელმძღვანელობს ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებას, ის ამის ხელმძღვანელია. ამ დაჯგუფებაში შედიან მომწამვლელები და მკვლელები, თუმცა ისინი მხოლოდ მარიონეტები არიან, ყველაზე მნიშვნელოვანი ის ხალხია, ვინც პუტინის გვერდითაა – მისი მეგობრები, თანამზრახველები და თქვენ უნდა იბრძოლოთ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ და საჭიროა, ახალი მეთოდების მოძიება, მეთოდების, რომლითაც უნდა ვებრძოლოთ დანაშაულებრივ დაჯგუფებას.
უნდა ჩატარდეს გამოძიებები, გაიხსნას ფინანსური მაქინაციები და უნდა ვიპოვოთ ის, ვისთანაც არის კავშირში ეს მაფია თქვენს ქვეყნებშიც, ქვეყნებში, რომლებიც გვერდს უვლიან სანქციებს, რომლებიც ეხმარებიან პუტინს და მის მეგობრებს დამალონ თავიანთი ფული და ამ შემთხვევაში, თქვენ გეყოლებათ სანდო მეგობრები. ათობით მილიონი რუსია, რომელიც გამოდის ომის წინააღმდეგ, მაგრამ არა პუტინის და იმ სიბოროტის წინააღმდეგ, რომელსაც ის ახორციელებს. ჩვენ არ უნდა ვსჯიდეთ მათ, ჩვენ უნდა დავამყაროთ მათთან თანამშრომლობა.
პუტინმა უნდა აგოს პასუხი იმაზე, რაც გაუკეთა ჩემს ქვეყანას. პუტინმა უნდა აგოს პასუხი ყველაფერზე, რაც გაუკეთა ალექსეის. ჩემი ქმარი ვეღარასდროს დაინახავს მშვენიერ მომავლის რუსეთს, თუმცა ჩვენ უნდა დავინახოთ ის და მე გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემზეა დამოკიდებული, რომ მისი ოცნება ახდეს. ბოროტება დაეცემა და მშვენიერი მომავალი დადგება”, – თქვა ნავალნაიამ ევროპარლამენტში.
ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა, ნავალნი 47 წლის იყო. ს სასჯელაღსრულების რეგიონულ სამმართველო ირწმუნებოდა, რომ გარდაცვალების მიზეზი თრომბია.