,,მხოლოდ აზერბაიჯანში შეგიძლია დაბრუნდეო” – ჟურნალისტი ამბობს, რომ საქართველოს ვერ ტოვებს

აზერბაიჯანული მედიაგამოცემა azel.tv-ისდამფუძნებელის და მთავარი რედაქტორის, აფგან სადიგოვის ცნობით, მას თბილისის აეროპორტში საქართველოდან გასვლის შესაძლებლობა არ მისცეს და უთხრეს, რომ მხოლოდ აზერბაიჯანში შეეძლო დაბრუნება.
ს მორიგი პოლიტიკური დაკვეთა. საქართველოდან გაფრენის საშუალება არ მომცეს და თქვეს, საქართველოდან გასვლის უფლება არ გაქვს და მხოლოდ აზერბაიჯანში შეგიძლია დაბრუნდეო.
ყოველგვარი მიზეზის დასახელების გარეშე მითხრეს, რომ ჩემი პასპორტი სისტემაში უბრალოდ არ ჩანდა” – დაწერა სადიგოვმა სოციალურ ქსელში.
როგორც ,,რადიო თავისუფლება” წერს, აფგან სადიგოვი, რომელიც თავს ყოფილ პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ყვება, რომ შვიდი თვეა, რაც თბილისში ცხოვრობს. ჟურნალისტი მანამდე, წელიწად-ნახევრის წინ, საქართველოში სამკურნალოდ ჩამოვიდა. სადიგოვმა გამოცემას უთხრა, რომ ციხეში ხანგრძლივმა შიმშილობამ ჯანმრთელობა შეურყია, ის აზერბაიჯანში ორჯერ იყო დაპატიმრებული.
“მკურნალობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულ სადიგოვს, როგორც თავად ამბობს, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ კვლავ პრობლემები შეუქმნა. ის ჰყვება, რომ დაშინებისა და ზეწოლის ქვეშ მოექცა, რის შემდეგაც თბილისში ჩამოვიდა. ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ მისთვის უსაფრთხო არ არის აზერბაიჯანში დაბრუნება” – წერს ,,რადიო თავისუფლება. “

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – ივანიშვილის ხელისუფლების ცვლილება გადის ჩამოშლაზე, რაც შეუძლებელია მოხდეს ქუჩის გარეშე, საქართველო კი რუსული და ირანული ფულის „სარეცხის მანქანა“ გახდა, „შავი ხვრელია“, სადაც სანქცირებული ტვირთი შემოდის

აზერბაიჯანის პრემიერი – აზერბაიჯანს და საქართველოს წამყვანი როლი აქვთ რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაში და ისტორიული მისიის აღზევებაში, რომ ახალი სატრანსპორტო მარშრუტი აკავშირებდეს ევროპას და აზიას – ჩვენი ქვეყნები სანდო პარტნიორები არიან

შალვა პაპუაშვილი – ზვიად ცეცხლაძე, რომელთანაც, ევროკავშირის ელჩს, როგორც აღმოჩნდა, მიმოწერა აქვს, ცივსისხლიანად გეგმავდა ქუჩის ომს – ბრიუსელის მიერ არჩეული ანტიქართული გზა ტერორისტების მხარდაჭერამდე რომ მივიდოდა, ეს დიდი ხნის წინ იყო აშკარა