მწერალი ლელა ლაშხი: ტელეფონი ამოვიღე და ნეტავ არ მენახა ის მესიჯი!

“ტელეფონი ამოვიღე და ნეტავ არ მენახა ის მესიჯი!
ჩემი მეგობარი მწერს რომ მხოლოდ ნომერზე მივწერო, ან დავურეკო თუ რამე დამჭირდება და რომ აუქმებს ფბ და ყველა ქსელს, რადგან ყველაფერი გაუტეხეს მას და მის შვილს.
დავურეკე მაშინვე.
თვითონ სამოქალაქო სექტორში მუშაობდა და მალევე წავიდა სამსახურიდან, ს მერე.
საბანაოდ წავედი სახლში, ღამენათევიო
. ჩემი შვილი და მისი საცოლე უკან მომყვებოდნენ, რამდენიმე წუთით შევასწარი და კაკუნი იყო ზუსტად ორ წუთშიო. არც კი დამიშვია რომ გიო არ იყოო და ეგრევე გავაღეო. შემოვარდნილა სამი ნიღბიანი, სასტიკად უცენზურო და ბლატნოი ტექსტებით. სადაა შენ შვილიო.
დიაბეტი აქვს ჩემს მეგობარს და ენა ისე დამება ნერვიულობისგან, დივანზე დავეშვი და გავშეშდიო.
ამ დროს გიო და მისი საცოლე შემოსულან. გოგოს დროშა ჰქონია მოხვეული. ორივე წაუყვანიათ. საშინელი შეურაცხყოფების ფონზე. არავითარი პოლიციის ფორმა, ან გაფრთხილება. ჩვეულებრივი ტიპები იყვნენ, კუნთიანიო და მხოლოდ სახეები ჰქონდათ დაფარულიო. ერთს თითებზე ჰქონია ტატუები, რიცხვები.
ამბავს ვყვები დელიკატურად, მაგრამ რაც ახლა მას, მის შვილს, მის საცოლეს, უამრავ სხვა ადამიანს სჭირს საქართველოში, მშვიდობა ჰქვია? ეს ხომ გამოცხადებული ჯოჯოხეთია, რომელსაც სიყვარულის და ღირსების სახელით აწყობს საქართველოს ხელისუფლება?
დაწყევილილი რომ ხართ, თქვენი შთამომავლობიანად, ამდენი ადამიანის გამწარების გამო, აცნობიერებთ ნეტავ?
რის გამო? ადამიანი რომ დგას და თავის სუვერებულ უფლებას იცავს?
წართმეულ თავისუფლებას რომ აპროტესტებს და რუსეთში დაბრუნებაზე რომ არაა თანახმა?
ხალხი ხართ თქვენ?
ეს ხომ ქვეყანა აღარაა!
1937 წელია, კი!” | წერს მწერალი ლელა ლაშხი სოციალურ ქსელში.