“მძიმე მდგომარეობაშია, მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში და იმყოფება მართვის სუნთქვაზე” – როგორია 12 წლის გოგოს გაუპატიურებაში მხილებული კაცის მდგომარეობა?
ირკვევა, რომ უმძიმესი ფაქტის შემდეგ 45 წლამდე კაცს ქვისლმა, გოგონას მეორე ბიძამ მძიმე ჭრილობები დანით სხვადასხვა ადგილას მიაყენა.
“45-წლამდე მამაკაცი, რომელიც შემოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, მძიმე მდგომარეობაშია. მას აღენიშნებოდა სხეულის მრავლობითი ჭრილობები, კერძოდ, გულმკერდის მარცხენა ნახევარში ორი ჭრილობა, რომელიც იყო შემავალი გულმკერდის ღრუში. ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. მძიმე მდგომარეობაშია. მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში და იმყოფება მართვის სუნთქვაზე. შემოსვლიდან ამ მომენტამდე პაციენტის მდგომარეობა არის კომატოზური, მასთან კომუნიკაცია შეუძლებელია. შემოსვლიდან ამ დრომდე მასთან იმყოფებიან პოლიციის თანამშრომლები და უწევენ მეთვალყურეობას”, – ამბობს ექიმი.
