მცხეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის განახლება აქტიურად მიმდინარეობს

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ და მერის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს
სოფელ წინამძღვრიანთკარში, შიდასაუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებს მერიის კონტრაქტორი კომპანია აწარმოებს. სახელშეკრულებო თანხა 207 776 ლარს შეადგენს.
შიდასაუბნო გზების ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დასრულდა სოფლებში ზაქაროსა და ბიწმენდში, რომლებიც რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.
სამუშაოები მერიის კონტრაქტორმა კომპანიებმა განახორციელეს, ზაქაროში სახელშეკრულებო თანხით 410969 ლარი, ხოლო ბიწმენდში – სახელშეკრულებო ღირებულებით 245298 ლარი.

ასევე დაგაინტერესებთ

გელა ნიკოლაიშვილი ხაზარაძის განცხადებაზე: ასეთი მოწოდებების დროს ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომ იმ ზღვარზე არ გაიაროს, რომლის იქით უკვე არის სისხლის სამართლის დანაშაული