Search
Close this search box.

“მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა გვიჩვენებს, რას ნიშნავს საერთაშორისო ნორმების დარღვევა – ეს არ არის ახალი რუსეთისთვის” | მაიკლ კარპენტერი თამაზ გინტურზე

“მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა გვიჩვენებს, რას ნიშნავს საერთაშორისო ნორმების დარღვევა – ეს არ არის ახალი სთვის” | მაიკლ კარპენტერი თამაზ გინტურზე
“მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა გვიჩვენებს, რას ნიშნავს საერთაშორისო ნორმების დარღვევა, მაგრამ ეს არ არის ახალი რუსეთისთვის”, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩი ეუთო-ში, მაიკლ კარპენტერი “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი” საუბრობს და რუსი ოკუპანტების მიერ 6 ნოემბერს სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას ეხმაურება.
“უპირველეს ყოვლისა, დავგმოთ ეს მკვლელობა. ეს მოვლენა, რომელიც ამ ბოლო დროს მოხდა, 2008 წლის ომის შედეგია, როდესაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორია მიითვისა და მცოცავი ოკუპაციის პირობებში საქართველოს მიწებს იერთებს. ვიცით, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და ოკუპირებულ აფხაზეთშიც ძალიან მძიმე სიტუაციაა. მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა ნამდვილად გვიჩვენებს, რას ნიშნავს საერთაშორისო ნორმების დარღვევა, მაგრამ ეს არ არის ახალი რუსეთის ფედერაციისთვის”, – ამბობს კარპენტერი.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული ახალი ამბების აგრეგატორი

Copyright © 2023 news.ge

Created in