მსოფლიო ლიდერები ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმებიან

„7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეულ შეთანხმებას უკვე მოჰყვა დიპლომატიური რეაქცია მსოფლიოს ლიდერების მხრიდან“, – ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.
კატარის პრემიერ-მინისტრი შეიხ მუჰამედ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ ტანი, რომელიც შუამავალი იყო, ისრაელ-ჰამასის მოლაპარაკებებს, იმედოვნებს, რომ მიღწეული შეთანხმება გზას გაუხსნის ომის დასრულებას.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა თქვა, რომ შეთანხმება იყო „გადამწყვეტი ნაბიჯი“ მძევლების გათავისუფლებისა და ღაზაში ჰუმანიტარული საკითხის დახმარების უზრუნველსაყოფად, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ დაუღალავად მიმდინარეობს მუშაობა ყველა მძევლის გასათავისუფლებლად.
შეთანხმებას გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.
ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი პროგრესია.
ინფორმაციისთვის, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების თანახმად, ჰუმანიტარული პაუზები ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება. შეთანხმების თანახმად გათავისუფლდება 50 მძევალი. ეს იქნება პირველი ჰუმანიტარული პაუზა, კონფლიქტის დაწყების შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბრაჭველი: აგარანის კონფლიქტში სახასიათო ისიცაა, რომ სანამ ქორწილის ჩაშლის, თავზე სითხეების დასხმის და სხვა შეურაცხყოფების ამბები გაირკვეოდა, რუსმა ქალებმა მოასწრეს ვიდეოს ატვირთვა და მორჩა – მთელი ამბავი ისე შეიფუთა, როგორც მათ აწყობდათ (ვიდეო)

ნინი ბადურაშვილი: ქალ­ზე ხე­ლის აღ­მარ­თვა, რა თქმა უნდა, მი­უ­ღე­ბე­ლი და ძა­ლი­ან მძი­მე ფაქ­ტია. თუმ­ცა, ამ შემ­თხვე­ვა­ში სწო­რედ ამ ქა­ლებ­მა მო­ახ­დი­ნეს პრო­ვო­კა­ცია – ჩა­უ­შა­ლეს ადა­მი­ანს ქორ­წი­ლი, შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს ნეფე-პა­ტარ­ძალს