მსოფლიოს უდიდესი ქალაქი წყალში იძირება: მილიონობით ადამიანი საფრთხის წინაშეა

ვე­ნე­ცია იძი­რე­ბა, ასე­ვე რო­ტერ­და­მი, ბანგკო­კი და ნიუ-იორ­კი. მაგ­რამ არ­ცერ­თი ად­გი­ლი არ შე­ედ­რე­ბა ს – ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ქა­ლაქს გა­მო­სავ­ლის პოვ­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა 2030 წლამ­დე აქვს, შემ­დეგ ჯა­ვის ზღვის შე­კა­ვე­ბა გვი­ა­ნი იქ­ნე­ბა.

ინ­დო­ნე­ზი­ის დე­და­ქა­ლა­ქი ჯა­კარ­ტა მი­წისძვრის ზო­ნა­ში, ჭა­ო­ბი­ან ად­გი­ლა­საა აშე­ნე­ბუ­ლი. ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­სარ­თავ­თან 13 მდი­ნა­რე ხვდე­ბა, ამი­ტომ ნი­ა­და­გი უფრო და­უც­ვე­ლია. ამას ემა­ტე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა და ცუდი ურ­ბა­ნუ­ლი და­გეგ­მა­რე­ბა. ქა­ლაქს არ გა­აჩ­ნია მილ­სა­დე­ნის წყლის სის­ტე­მა.

PT Air Bersih Jakarta – ს მფლო­ბე­ლი, კუ ენ­ტო­ნი სა­ლი­მი ქა­ლაქ­ში წყლის მილ­სა­დე­ნებს გა­ფარ­თო­ე­ბას აპი­რებს. ამ დრო­ის­თვის, მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბას არ აქვს წვდო­მა მილ­სა­დენ წყალ­ზე, ნაც­ვლად ამი­სა, იყე­ნებს ათა­სო­ბით უკა­ნო­ნო ჭა­ბურ­ღილს – ეს ჭა­ბურ­ღი­ლი კი ანად­გუ­რებს წყალ­სა­ტე­ვებს და ასუს­ტებს მი­წას.

ამ გა­რი­გე­ბის თა­ნახ­მად, კომ­პა­ნია და­ხარ­ჯავს და­ახ­ლო­ე­ბით 1,7 მი­ლი­არდ დო­ლარს გამ­წმენ­დი ნა­გე­ბო­ბი­სა და მილ­სა­დე­ნე­ბის ასა­შე­ნებ­ლად.

„ჯა­კარ­ტას არ აქვს საკ­მა­რი­სი ფული წყლის სის­ტე­მის მარ­ტო მარ­თვის­თვის. ქა­ლაქს სჭირ­დე­ბა კერ­ძო პარტნი­ო­რი, არა მხო­ლოდ წყლის გამ­წმენ­დი ნა­გე­ბო­ბე­ბის ოპე­რი­რე­ბა­ში და­სახ­მა­რებ­ლად, არა­მედ უფრო მეტი ინ­ვეს­ტი­ცი­ის­თვის“, – ამ­ბობს იუდი ირა­ვა­ნი, PAM Jaya-ს უფ­რო­სი მე­ნე­ჯე­რი.

ზე­და­პი­რუ­ლი წყლე­ბი ძი­რი­თა­დად და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია კა­ნა­ლი­ზა­ცი­ით, ამი­ტომ ჯა­კარ­ტა სუფ­თა წყლის უმე­ტეს ნა­წილს სხვა ქა­ლა­ქე­ბის­გან ყი­დუ­ლობს. ის მუ­შავ­დე­ბა, შემ­დეგ ნა­წილ­დე­ბა მი­ლე­ბის ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით, რო­მელ­თა­გან ზო­გი­ერ­თი 100 წელ­ზე მეტი ხნი­საა.

ჯა­კარ­ტას ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბა წყლის გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი მი­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ში 11 ტრი­ლი­ო­ნი რუ­პი­ის ინ­ვეს­ტი­რე­ბას გეგ­მავ­და, მაგ­რამ ეს გეგ­მა პან­დე­მი­ის და­სა­წყის­ში ჩა­ი­შა­ლა, რო­დე­საც ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტი 28% -ით შემ­ცირ­და.

დღე­ის­თვის ჯა­კარ­ტას ზოგი რა­ი­ო­ნი ზღვის დო­ნი­დან 4 მეტ­რით დაბ­ლა მდე­ბა­რე­ობს, რაც მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის­თვის სა­სიკ­ვდი­ლო საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს. სე­ზო­ნუ­რი წვი­მე­ბის დროს, ამ ტრო­პი­კულ ქვე­ყა­ნა­ში წყალ­დი­დო­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ მოვ­ლე­ნად იქცა და ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის შე­დე­გად სი­ტუ­ა­ცია კა­ტას­ტრო­ფუ­ლი გახ­დე­ბა.

წყარომსოფლიოს უდიდესი ქალაქი წყალში იძირება: მილიონობით ადამიანი საფრთხის წინაშეა

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – გაგებით ვერ მოვეკიდებით ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას, როდესაც უცხოელი დიპლომატები დახურულ კარს მიღმა ჩვენს არგუმენტებს არგუმენტებით ვერ პასუხობენ და საჯარო სივრცეში საფუძველს მოკლებულ პოლიტიკურ განცხადებებს მაინც აკეთებენ