მოსკოვს ჟენევის დისკუსიების სხვა ქალაქში გადატანა სურს, ამბობენ სოხუმში

მოსკოვი ჟენევის დისკუსიების „სხვა ადგილას“ გადატანას მოითხოვს, განაცხადეს ოკუპირებული ს ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მ. მათი თქმით, საუბარია, კერძოდ, მინსკსა და ბაქოზე.
ე.წ. პრეზიდენტისადმი “საგარეო საქმეთა სამინისტროს 2023 წლის საქმიანობის შესახებ“ მოხსენების წარდგენისას, არძინბამ განაცხადა, რომ „საქართველო უარს ამბობს პოლიტიკურ დიალოგზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ ორმხრივად სავალდებულო შეთანხმების ხელმოწერაზე“.
„დღეს რუსული მხარე ძალიან მნიშვნელოვან საკითხს აყენებს ჟენევის დისკუსიების ჟენევიდან სხვა ადგილას გადატანასთან დაკავშირებით. ეს განპირობებულია იმით, რომ ჟენევას სულ უფრო ნაკლებად შეუძლია უზრუნველყოს თანაბარი პირობები მოლაპარაკებების პროცესში ყველა მონაწილისთვის“, – დასძინა არძინბამ.
ასლან ბჟანიას თქმით, ეს საკითხი შეხვედრაზე ს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა წამოჭრა.
„რაც შეეხება ჟენევის დისკუსიებს, ბატონ ლავროვთან ბოლო შეხვედრაზე, მან ისაუბრა იმაზე, რომ ამ პლატფორმამ, ასე ვთქვათ, თავი ამოწურა. ამიტომ მან იკითხა, წინააღმდეგი ხომ არ იქნება აფხაზური მხარე, რომ სამუშაოები გაგრძელდეს უფრო შესაფერის ადგილას. საუბარი იყო, მათ შორის, ბელარუსის დედაქალაქზე, მინსკზე. ან სხვა ქვეყნების დედაქალაქებზე, ყოფილი საბჭოთა კავშირის შედარებით ნეიტრალურ ქვეყნებზე. პრინციპში, ამის განხილვა შესაძლებელია. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ვფიქრობ, ამაში ცუდი არაფერია. პირიქით, იქნებ რამე შეიცვალოს უკეთესობისკენ“, – თქვა ბჟანიამ.
ინალ არძინბას სიტყვებით, განიხილება ასევე აზერბაიჯანიც.
„ბოლო დროს ბევრი ინფორმაცია შემოდის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან იმასთან დაკავშირებით, რომ ჟენევას არ შეუძლია მოლაპარაკებების მონაწილეებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა. არ შეუძლია მოლაპარაკებებისთვის შესაბამისი, შესაფერისი, ადეკვატური საორგანიზაციო-ტექნიკური პირობების უზრუნველყოფა. ამიტომ ეს საკითხი ძალიან აქტუალურია, და ვვარაუდობ, მომავალშიც უფრო აქტუალური იქნება“ , – განაცხადა არძინბამ.
2022 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ჟენევის დისკუსიები გეოპოლიტიკის მძევლად იქცა“ და მიუთითეს მოლაპარაკებების პროცესის „უფრო ნეიტრალურ ადგილას“ გადატანაზე.
2023 წელს ბელარუსში „ვიზიტის“ შემდეგ ბჟანიამ თქვა, რომ მინსკი შეიძლება გამხდარიყო „ნეიტრალურ ადგილად უსაფრთხოებაზე დისკუსიებისთვის.”
ქართულ მხარეს და დისკუსიის საერთაშორისო მონაწილეებს მოსკოვისა და სოხუმის ინიციატივებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
2022 წელს შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სერიოზულად ეკიდება თავის, როგორც მასპინძელი სახელმწიფოს, როლს და ცდილობს უზრუნველყოს, რომ ყველა დელეგაციამ შეძლოს ჟენევაში ჩასვლა საუკეთესო პირობებში სამუშაოდ.
2023 წლის მარტში, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარმა ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის წინ განაცხადა, რომ ვერ ხედავდა მოლაპარაკებების სხვა ადგილას გადატანის საჭიროებას.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად შექმნილი ფორმატია. თავიდან ის წელიწადში ოთხჯერ ტარდებოდა, თუმცა პერიოდულობა, სხვადასხვა მიზეზით, არაერთხელ დაირღვა.
საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებენ ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობს , ხოლო პროცესის თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში.
ერთი ჯგუფი განიხილავს უსაფრთხოების საკითხებს; ხოლო მეორე – იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხსა და ასევე სხვა ჰუმანიტარულ პრობლემატიკასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).