ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის უახლესი კვლევის თანახმად, უმრავლესობის აზრით, პარლამენტარები მათნაირი ადამიანების შეხედულებებს არ ითვალისწინებენ.
კითხვაზე, რამდენად ეთანხმებით, ან არ ეთანხმებით, რომ პარლამენტის წევრები ითვალისწინებენ თქვენნაირი ადამაინის შეხედულებების შედეგები ასე გადანაწილდა:
· ვეთანხმები – 41%
· არ ვეთანხმები – 53%
· არ ვიცი – 5%
2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული პირისპირ გამოკითხვის შედეგები
ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.
საველე სამუშაოების პერიოდი: 12 ოქტომბერი – 4 ნოემბერი, 2023. 2,068 დასრულებული ინტერვიუ (28%
გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,2% ( შენიშვნა: ცდომილების ზღვარი იცვლება
სხვადასხვა პასუხის მიხედვით) კვლევა ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით.