მოსამართლე ნინო სახელაშვილი მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს დღეს გამოაცხადებს

ამაღლობელს ბრალად პოლიციელზე თავდასხმა ედება – კერძოდ, მას ს პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის, სახეში სილას გაწვნისთვის 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
წინა სასამართლო სხდომაზე ამაღლობელმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა და აღნიშნა, რომ მისი ქმედება თავდასხმა არ ყოფილა და შესაბამისად, ვერ დაეთანხმა პროკურატურის საპროცესო შეთანხმების შეთავაზებას:
„შემოთავაზება ძალიან შეურაცხმყოფელი და ცოცხლად დამარხვის ტოლფასია… სილის გაწვნის თავდასხმად წარმოჩენა ბოროტებაა“, — განაცხადა ამაღლობელმა.