მოლდოვამ შეცვალა კიშინიოვის აეროპორტის დასახელება – საბჭოთა პერიოდის შემოკლება

მოლდოვამ გადაწყვიტა, შეცალოს კიშინიოვის აეროპორტის დასახელების შემოკლებული, სამასოიანი ფორმა.
ამის შესახებ განაცხადა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ანდრეი სპინუმ. ეს ამ ქვეყნის პროდასავლური მთავრობის მიერ მოსკოვისა და რუსული ენის გავლენისგან გამიჯვნისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
ახლანდელი ფორმა – „KIV“ მოლდოვის დედაქალაქის რუსულენოვანი დასახელების შემოკლებული ვარიანტია. მას შეცვლის რუმინულ ენაზე ქვეყნის დასახელების – Republica Moldova-ის აკრონიმი – „RMO.“ ცვლილება ძალაში შევა 18 იანვარს.
„მთავარი მიზანია მოვიშოროთ რუსული დასახელება და უარი ვთქვათ იმის მემკვიდრეობაზე, რასაც დასახელება “კიშინიოვი” წარმოადენდა“ -თქვა სპინუმ.
კიშინიოვი მოლდოვის დედაქალაქის დასახელების რუსული ვარიანტია. ამ ქვეყნის სახელმწიფო ენაზე – რუმინულად – ქალაქს კიშინაუ ჰქვია.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზო კიკნაძე: ხუჭუჭთმიან ბიჭს რომ ფეხბურთელებივით ურტყეს ფეხები არაკაცებმა, ამის გამო გასამართლდა ვინმე? ეს არ არის დანაშაული და ჩვენი ჰაერში აგდებული ქაღალდი და ბოთლია დანაშაული? ამას ეძახით სამართალს?