მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ საუბრისას არც ერთი სიტყვა არ თქმულა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ხელახლა უნდა ჩატარდეს არჩევნები – თეა წულუკიანი ივანიშვილ-მაკრონის სატელეფონო საუბარზე

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ საუბრისას არც ერთი სიტყვა არ თქმულა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ხელახლა უნდა ჩატარდეს ივანიშვილ-მაკრონის სატელეფონო საუბარზე
მნიშვნელოვანია, პირველ რიგში აღინიშნოს ის, რომ ეს ზარი, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით და თხოვნით განხორციელდა „ქართული ოცნების“ პარტიის საპატიო თავმჯდომარესთან შედგა დღეს მას შემდეგ, რაც საქართველოში რამდენიმედღიანი მცდელობა იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების, მრავალკომპონენტიანი ამბოხის მცდელობა, რომელიც წარუმატებლად დასრულდა და მინავლების პროცესშია. სწორედ, ამ კონტექსტში იქნა მოთხოვნილი ამ ზარის განხორციელება და თავად ეს ფაქტი, კონტექსტი და მომენტი, როცა ეს მოხდა არის უმნიშვნელოვანესი, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისი თქმით, საფრანგეთი ევროკავშირის მასშტაბით ერთ-ერთი ლოკომოტივი სახელმწიფოა და მის პირველ პირთან საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია.
„მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ საუბრისას, არც ერთი სიტყვა არ თქმულა, როგორც ეს ელისეს სასახლის, ასევე, „ქართული ოცნების“ პარტიისგან განცხადებებიდან ცალსახად გამოსჭვივის, ერთი სიტყვა არ თქმულა და ვერ ითქმებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ხელახლა უნდა ჩატარდეს არჩევნები. ეს უმნიშვნელოვანესია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ე.წ. ძალიან დემოკრატიულ მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნების წინ, პოლიტიკური დაძაბულობა იზრდება, გაგაუზიის ავტონომიის ხელმძღვანელს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი თქვა „პობედას“ ბლოკის რეგისტრაციაზე

ირაკლი კობახიძემ აჭარის ექვსი მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები დაასახელა: ქობულეთში ირაკლი ცეცხლაძე, ხელვაჩაურში ზაზა დიასამიძე, შუახევში ომარ ტაკიძე, ქედაში მამუკა თურმანიძე, ხულოში ვახტანგ ბერიძე, ბათუმში – გიორგი ცინცაძე