„მკურნალი Community“ – საღამო რჩეული ექიმების და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისათვის

17 ივლისს, „Askaneli Falestra“-ში განსაკუთრებული ღონისძიება „მკურნალი Community“ გაიმართა, რომელმაც სამედიცინო სფეროს გამორჩეული წარმომადგენლები, ექიმები და „პალიტრა ჰოლდინგის“ პარტნიორები გააერთიანა. გაიმართა პანელური დისკუსიები, რომლის ფარგლებშიც დერმატოლოგმა ვერიკო აბრალავამ ისაუბრა მზისგან დამცავ საშუალებებზე, ხოლო ოფთალმოლოგ-ქირურგმა გიორგი პეტრიაშვილმა – „ავერსის კლინიკაში“ რეფრაქციული ქირურგიის შესაძლებლობებზე.
ღონისძიების განსაკუთრებული ნაწილი იყო „მკურნალი ქომუნითის“ რჩეული ექიმების დაჯილდოება :
· კახა ქუნთელია – სისხლძარღვთა ქირურგი
· ბიძინა კულუმბეგოვი – ალერგოლოგ-იმუნოლოგი
· თამარ მელქაძე – კლინიკური ონკოლოგი
· ლევან ნაჭყებია – ორთოპედ-ქირურგი
· გუგა ქაშიბაძე – პლასტიკური ქირურგი
· საგანგებო ჯილდო გადაეცა ბატონ არსენ გვენეტაძეს – „მკურნალის” მრავალწლიანი პარტნიორობისა და მხარდაჭერისთვის.
საღამოს დასასრულს გაიმართა გათამაშება, სადაც უამრავი სტუმარი დასაჩუქრდა „პალიტრა ჰოლდინგის“ პარტნიორი კომპანიებისგან. ღონისძიების გენერალური სპონსორები იყვნენ: ავერსი ფარმა და ავერსის კლინიკა.
ხოლო მხარდამჭერები იყვნენ:
· ასკანელი ფალესტრა
· „პაბელონი“ — ქართული სტუმარ-მასპინძლობის ბრენდი
· ტაპი რუჟი TapisRouge – ბუტიკური ტიპის სასტუმრო ბათუმში
· ასკანელი, დოლსი, ონიაგრინი, აჰავა, ერგოლაინი, სი პარი, სამ რაან სპა, შატო მარანი და სხვა პარტნიორები, რომლებმაც ღონისძიების მონაწილეებს საჩუქრები გადასცეს და საზეიმო განწყობა შექმნეს.
· თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი
· „დოლსი“ – ყავის აპარატების და ყავის მწარმოებელი ბრენდი.
· „დრიმი ჯორჯია“
· „ერგოლაინი“
· „ისი პარი“
· სპა ცენტრი „სამ რაანი“
· გიორგი უშიკიშვილის შატო მარანი
· „ასკანელის“ პარტნიორი კომპანია „კანტი“
ღონისძიება დასრულდა ფურშეტითა და ცოცხალი მუსიკით.
საღამოს ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ღირებულება იყო გარემო, რომელმაც შესაძლებლობა მისცა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ერთმანეთთან ურთიერთობა არაოფიციალურ გარემოში გაეგრძელებინათ.
ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ „მკურნალი ქომუნითი“ არა მხოლოდ „მკურნალის“ პლატფორმების ერთიანობაა; ეს არის პროფესიონალთა მზარდი საზოგადოება, რომელსაც საერთო ხედვა, ღირებულებები და მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვა აერთიანებს.
(R)