მკაცრი რეკომენდაციაა, გააუქმოთ კანონი არსებული ფორმით – ვენეციის კომისიის დასკვნა

ვენეციის კომისია რუსულ კანონთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს. კომისია წუხს, რომ ქართულმა ოცნებამ კანონი მესამე მოსმენით კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე მიიღო.
ვენეციის კომისია მკაცრად მოუწოდებს ქართულ ოცნებას, გააუქმოს კანონი არსებული ფორმით. კომისია მოსაზრებაში ხაზს უსვამს, რომ არსებული ფორმით კანონი ფუნდამენტურ ხარვეზებს გამოიწვევს, მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისთვის, დისკრიმინაციის აკრძალვისა და საჯარო საქმიანობაში მონაწილეობის მიღებისთვის.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ ეს გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.