მიჩ მაკკონელის ინფორმაციით, სენატი უკრაინის დახმარების პაკეტს მომავალ კვირაში განიხილავს

-ის სენატის უმცირესობის ლიდერის, მიჩ მაკკონელის განცხადებით, მოელის, რომ სენატი მომავალ კვირაში განიხილავს ორპარტიულ შეთანხმებას უკრაინის დაფინანსებისა და საზღვრის უსაფრთხოების შესახებ.
”ჩემი ვარაუდით, ამ საკითხს სენატში მომავალ კვირას განვიხილავთ. ვიმედოვნებთ, რომ მივიღებთ სანდო სასაზღვრო პაკეტს“, – აღნიშნა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა.
თეთრ სახლის ინფორმაციით, -ის პრეზიდენტი, „რესპუბლიკური“ და „დემოკრატიული“ ფრაქციების ლიდერებსა და წარმომადგენელთა პალატისა და სენატის შესაბამისი კომიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდა და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების გადაუდებელ აუცილებლობაზე ესაუბრა. შეხვედრაზე პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ კონგრესის წარუმატებლობა, უკრაინისთვის დახმარების დამატებითი პაკეტი დაამტკიცოს, საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას, ნატო-ს ალიანსს და დანარჩენ თავისუფალ სამყაროს. შეგახსენებთ, უკრაინისთვის დამატებით 61 მილიარდი აშშ დოლარის დაფინანსების გამოყოფას ითხოვს. უკრაინის დაფინანსების პროცესს კონგრესში „რესპუბლიკელების“ ნაწილი აფერხებს. ისინი პრეზიდენტის მოთხოვნის დამტკიცებას ფართომასშტაბიანი საიმიგრაციო რეფორმის განხორციელებას უკავშირებენ და მის პარამეტრებს „დემოკრატ“ კოლეგებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან განიხილავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას