მინისტრი: 2024 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვას პროგრამას კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა ემატება

ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს, 2024 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვას პროგრამას კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა დაუმატოს. ეს ინფორმაცია მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში საუბრისას გაავრცელა.
“2024 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვას სახელმწიფო პროგრამას კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა ემატება. როგორც კი ეჭვი გაჩნდება რაიმე ტიპის სიმსივნეზე, კონკრეტულ კლინიკებში, საბოლოო დიაგნოზის დასმას და ამ პროცესის დაფინანსებას უზრუნველვყოთ. ეს საშუალებას მოგვცემს, რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩინოთ ონკოლოგიური დაავადება. ასეთ დროს, განკურნების შანსი უფრო მაღალია“, – განაცხადა მინისტრმა.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა ფინანსური კუთხითაც ეფექტურია. მისივე ცნობით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებით, ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში, დანახარჯები, დაახლოებით, 40%-ით მცირდება.
უფრო ადრე, 30 ოქტომბერს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური ქირურგია, როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ოპერაციები, ქვეყნის მასშტაბით ყველა ონკოპაციენტს (გარდა საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისა. ისინი ფინანსდებიან „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“) დაუფინანსდება. მათ შორის არიან დაზღვეული ვეტერანები და ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)