“პუბლიკას” ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი:
მიმაყენეს კედელთან, ვუხსნიდი, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ უცებ შემოტრიალდა ერთ-ერთი, დამარტყა სახეში, მერე მხარზეც ვიგრძენი. მე მხოლოდ ვუმეორებდი, რომ „ჟურნალისტი ვარ, უკან გავდივარ“. საქმე აღიძრა, ზოგადად, ერთიანად, სამართალდამცველების მხრიდან სავარაუდო ძალის გადამეტების ფაქტებზე, რაც ნიშნავს, რომ მეც მოვიაზრები როგორც დემონსტრანტი, აქციის მონაწილე, როცა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას აქვს ცალკე სისხლის სამართლის მუხლი და წესით და რიგით, ამ კუთხით უნდა დაწყებულიყო გამოძიება.
