მილერი პუტინის განცხადებაზე: ძალზე შემაშფოთებელია ფხენიანისთვის იარაღის შესაძლო მიწოდება

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა 20 ივნისს გამართულ პრესბრიფინგზე განაცხადა, რომ ძალიან შემაშფოთებელი იყო პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადების მოსმენა, რომ ფხენიანთან თავდაცვის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, მოსკოვმა შესაძლოა ჩრდილოეთ კორეას შეიარაღება მიაწოდოს.
ამ კვირაში ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის მქონე, იზოლაციაში მყოფი ჩრდილოეთ კორეის შეიარაღება, სარკისებური ანარეკლის მსგავსი პასუხია დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინის შეიარაღებაზე.
პუტინმა ასევე გაფრთხილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ შეერთებული შტატების მოკავშირე სამხრეთ კორეა “დიდ შეცდომას” დაუშვებდა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გადაწყვეტილებით და რომ ამ შემთხვევაში მოსკოვი სეულისთვის “მტკივნეულ” ნაბიჯს გადადგამს.
თავის განცხადებაში, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა დასძინა, რომ რუსეთის მიერ ფხენიანისთვის იარაღის მიწოდება კორეის ნახევარკუნძულის დესტაბილიზაციას გამოიწვევს. მეთიუ მილერის თქმით, იმის მიხედვით, თუ რა ტიპის იარაღს მიაწვდის ჩრდილოეთ კორეას, ის “დაარღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს იმ რეზოლუციებს, რომელთა ხელმომწერიც რუსეთია”.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო