Sky Sport Italia-ს ცნობით, მომავალ სეზონში “მილანის” მთავარი მწვრთნელი კვლავ სტეფანო პიოლი იქნება.
გამოცდილმა სპეციალისტმა პროგრამა-მინიმუმი შეასრულა. “როსონერის” მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა თითქმის განაღდებული აქვს, რადგან სერია A-ში მე-2 ადგილზეა და სასწაული უნდა მოხდეს, რომ ოთხეულში ვერ შევიდეს.
გარდა ამისა, “ლომბარდიელები” ევროპის ლიგის მეოთხედფინალში არიან გასულნი, სადაც მათი მეტოქე “რომა” იქნება.
ადრე იწერებოდა, რომ “მილანი” პიოლის შემცვლელად კონტეს იწვევდა.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2024/07/298393bcd168d1b7debf60cd14432d98-ehXSWg-300x225.jpeg)