მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის – ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით უპილოტო აპარატებით თავდასხმაზე

ს პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა, რომ ისრაელი მზად არის ირანიდან პირდაპირი თავდასხმისთვის და თავდასხმას უპასუხებს.
„ისრაელის მოქალაქეებო, ბოლო წლებში და მით უმეტეს, ბოლო კვირებში, ისრაელი ემზადებოდა ირანიდან პირდაპირი თავდასხმის შესაძლებლობისთვის“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
„ჩვენი თავდაცვის სისტემები განლაგებულია და მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის, როგორც თავდაცვაში, ასევე შეტევაში. ისრაელის სახელმწიფო ძლიერია, „ცაჰალი“ ძლიერია, საზოგადოება ძლიერია“, – განაცხადა მან.
„ჩვენ ერთად ვდგავართ და ღვთის შემწეობით ერთად დავამარცხებთ ყველა ჩვენს მტერს“, – დასძინა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ირანმა ისრაელის წინააღმდეგ დრონების გამოყენებით თავდასხმა დაიწყო.
ამერიკულმა ტელეკომპანია CBS News-მა გასულ კვირას ამერიკულ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ისრაელი და დარწმუნებულნი არიან, რომ სირიაში ირანის საკონსულოზე სარაკეტო დარტყმის შემდეგ, ირანი ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო ზომებისთვის ემზადება.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პარასკევს განაცხადა, რომ მოელის, რომ ირანი უფრო ადრე, ვიდრე გვიან თავს დაესხმება ისრაელს.
„ჩვენ ისრაელის დაცვის ერთგულნი ვართ. ჩვენ მხარს დავუჭერთ ისრაელს, დავეხმარებით ისრაელს დაცვაში და ირანი წარმატებას ვერ მიაღწევს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს 750 ათასამდე მოქალაქემ მიიღო მსვლელობაში მონაწილეობა – ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, თუ სად და რა ღირებულებებზე დგას საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი