“მე რა ვიცი ვინ არის. ვიღაც ნიღბიანი ტიპი მოდის და მესხმის თავს, რატომ ვარ ვალდებული დავემორჩილო? საიდან ვიცი რომ პოლიციელია?”

“ახლა გაიშტერებენ თავს ქოცები, პოლიციამ დააკავა, რა არ აქვს უფლება დააკავოს? არა. დაკავებას აქვს წესები. არ შეიძლება ნიღბიანი, არაიდენტიფიცირებადი ხალხი მოგისიოს სახელმწიფომ და ისე ჩაგტენოს ჩვეულებრივ ტოიოტაში, რომ სანამ განყოფილებაში არ მიგიყვანენ, დარწმუნებული არ ხარ მართლა პოლიციამ დაგაკავა თუ კრიმინალებმა მოგიტაცეს და ქალაქგარეთ უნდა გაგიყვანონ და დაგხვრიტონ.
ამას ჰქვია საკუთარი მოქალაქეების დატერორება.
ამავდროულად არავინ ვართ ვალდებული დავემორჩილოთ ვინმეს, ვინც ჩვენ დაკავებას და გატაცებას ცდილობს და არც პოლიციელის ფორმა აცვია, არც რამე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი აქვს და თან ცდილობს ისეთ მანქანაში ჩაგვტენოს, რომელიც ასევე არ არის პოლიციის.

ადამიანების დაკავებას აქვს წესი და არ შეიძლება პოლიცია იქცეოდეს კრიმინალების ბანდასავით. სპეცრაზმს როცა იყენებენ დაკავებისას, იმ სპეცრაზმსაც კი ჩემხელაზე აწერია პოლიცია. მერე რომ მედავები პოლიციისთვის წინააღდეგობის გაწევას, მე რა ვიცი ვინ არის. ვიღაც ნიღბიანი ტიპი მოდის და მესხმის თავს, რატომ ვარ ვალდებული დავემორჩილო? საიდან ვიცი რომ პოლიციელია? ხვალ რომ კრიმინალება სცადონ ჩემი გატაცება, სიტყვაზე ვენდო რომ პოლიციელები არიან? დაუშვებელია რაც ვნახეთ და არ მართლდება არაფრით,” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი ტორესა მოსი.

ცნობისათვის, “ტვ პირველის” ახალი ამბების ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი, სავარაუდოდ, პოლიციელებმა გაიტაცეს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე წერს.
მისივე ინფორმაციით, ის სახლში ბრუნდებოდა აქციის შემდეგ, რა დროსაც აღნიშნული ფაქტი მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – საქართველოს რეჟიმი არის ირანის მოკავშირე და იმსახურებს ზუსტად იმას, რაც დაიმსახურა ირანის რეჟიმმა – მაქვს ინფორმაცია, რომ მოდის ახალი სანქციების პაკეტი, რაც მძიმედ დაარტყამს ივანიშვილს, მის ოჯახის წევრებს და “ქართული ოცნების” ვერტიკალს

ლევან გოგიჩაიშვილი – სუს-მა და შსს-მ უნდა გასცენ პასუხი, რატომ არ გააგრძელეს ჩორჩანაში პროცესი, ოკუპანტებმა ისარგებლეს და აითვისეს ბუფერული ზონა – უნდა ჩამოეტყავებინა თუ არა ამის გამო გიორგი გახარიას გომელაური? ამას დრო გვაჩვენებს