მექმნება შთაბეჭდილება, რომ აშშ-ს საელჩომ „მწვანე” აუნთო აგენტურას ტრამპის ორკესტრირებული გინებისთვის

„დაველოდოთ ახალ ადეკვატურ ელჩს, ხოლო ამათმა აგინონ ტრამპს ბოლო ხმაზე. ვინაიდან ეს მოთქმით და ბღავილით გინება მრავალი წელი მოუწევთ,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ეხმიანება საქართველოში -ს საელჩოს საქმიანობას.
დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ საელჩოს მხრიდან დუმილი და აქტიურობის შენელება, რასაც ადგილი ჰქონდა ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო საკადრო ხასიათის მოლოდინით. ექსპერტი ასევე ფიქრობს, რომ ტრამპის კრიტიკოსების რიცხვი ნელ-ნელა შემცირდება და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მეტად პროდუქტიული გახდება.
„მექმნება შთაბეჭდილება, რომ აშშ-ს საელჩომ თავის „ყვითელ ფერზე” გაჩერებულ შუქნიშანზე – „მწვანე” აუნთო აგენტურას ტრამპის ორკესტრირებული გინებისთვის. აქამდე დაჭერილი პაუზა, როგორც ჩანს, გამოწვეული იყო საკადრო ხასიათის მოლოდინით. როგორც ჩანს, რუსეთში ახალი ელჩის დანიშვნით, რაღაც გადაწყვეტილება მიიღეს დანიგანის შემცვლელთან დაკავშირებით და მანაც თავის ორკებს „გაუმწვანა”.
ამათში ხომ „შემთხვევითი დამთხვევები” არ არსებობს. თუ ჩემი ვარაუდი ახლოსაა სიმართლესთან – „მედლის ორივე მხარე” გვაწყობს: დაველოდოთ ახალ ადეკვატურ ელჩს, ხოლო ამათმა აგინონ ტრამპს ბოლო ხმაზე. ვინაიდან ეს მოთქმით და ბღავილით გინება მრავალი წელი მოუწევთ, ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტის „ახლობლის” პოზიციიდან მეც მაწყობს – ხეირია. ამასობაში, მაგინებელთა პოპულაციაც შემცირდება და ამერიკასთან ქვეყნის ჯანსაღი ნაწილის გადატვირთვა თავის ნაყოფიერ და პერსპექტიულ ფაზაში შევა…” – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯიმ რიში ამბობს, რომ ჩემი ქვეყნისთვის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია, ნებისმიერი თანხის გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი, მაგრამ, როგორც კი ქართველი ამაზე ილაპარაკებს თავის ქვეყანაში, ეს არის რუსული საქციელი

როცა ამბობენ, რომ საქართველო დაშორდა ევროპას და მოლდოვა, „ესენგეში“ მყოფი ქვეყანა ახლოს არის ევროპასთან, იმაზე კი არ უნდა იმსჯელო, ეს განცხადება სწორია თუ არა, არამედ უნდა დასვა კითხვა, რატომ ხდება ასე? – იმიტომ, რომ რაღაც ინტერესი არსებობს