მერობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან” კონსტანტინე ბუზალაძე მოქალაქეს: გორის თეატრში ვაკანსიაა, რეკომენდაციებს გაგიწევ და მიგიღებენ

,,მთელი ევროპიდან რაც იყო დაფინანსებები, სულ გავყარეთ ქვეყნიდან. ჩვენი სკოლაც არ ვარგა… ” – უთხრა სოფელ სვენეთში 20 წლის ახალგაზრდამ გორის მერის მოვალეობის შემსრულებელს.
✔ ,,რას ემსახურებოდნენ ეს არასამთავრობობები?” – ჰკითხა მერობის კანდიდატმა ,,ქართული ოცნებიდან”
✔ რას ემსახურებოდა ეს დაფინანსება? რომ განგვევითარებინა ჩვენი ქვეყანა… ჩვენი სწავლება… ამ ხალხს მარტო ავტობუსი არ აინტერესებს” – უპასუხა ახალგაზრდამ. ,,სად არის მთავრობა, აი ახლაც იამას წამოვკარი ფეხი”
✔ ,,კარგად დარიგებულხარ… კამერების წინ ოსკაროსანი ხარ… გორის თეატრში ვაკანსიაა, რეკომენდაციებს გაგიწევ და მიგიღებენ” – უპასუხა მერობის კანდიდატმა ,,ქართული ოცნებიდან” კონსტანტინე ბუზალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბუაძე – ოპოზიციის მხარესაც არის ნდობის კრიზისი, აჩვენეს, რომ ერთიანი მოქმედება შეუძლებელია – შეუძლებელია ხალხს ეუბნებოდე: „ქვეყანა იღუპება, დიქტატურაა, გავიღვიძეთ რუსეთში“ და ყველა საკუთარი პარტიული ბანერებიდან ლაპარაკობდეს