ხარაგაულში, სოფელ ლაშესთან, თბილისი-ბათუმის სარკინიგზო მაგისტრალის თავზე მთის უზარმაზარი მასივია მოწყვეტილი

ხარაგაულში, სოფელ ლაშესთან, თბილისი-ბათუმის სარკინიგზო მაგისტრალის თავზე მთის უზარმაზარი მასივია მოწყვეტილი და ქვემოთ იწევს. „მთის ამბების“ მიერ სახელმწიფო ორგანოებიდან მოპოვებული ინფორმაციით, აქტიური მეწყრული პროცესები 68 ჰექტარზეა გავრცელებული. სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში უკიდურესად მძიმე ვითარებაა. სახლები და სხვა შენობები მასობრივად ინგრევა, ნაპრალების ზომა კი ყოველდღიურად იზრდება. ამ ვითარებაში სოფლებში ჯერ კიდევ ცხოვრობს რამდენიმე ოჯახი.
⚠️ „მთის ამბების“ მიერ შეგროვებული მასალებით ირკვევა, რომ როცა ჩინური კომპანია თბილისი-ბათუმის სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზებას ახორციელებდა, გვირაბის გასაჭრელად და რკინიგზის გასაფართოებლად მთას დიდი ხნის განმავლობაში აფეთქებდნენ, სოფლებიც მეწყერსაშიში სწორედ ამ პერიოდში გახდა.
📺 ხარაგაულში განვითარებული მოვლენები იქნება 20 სექტემბერს, 22:00 საათზე, გადაცემა „ღია სივრცის“ მთავარი თემა, ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს