მერაბ ღაღანიძე: ის მაინც ეკითხათ, თუ, საერთოდ, სად ინახება ამჟამად ქართული ხელნაწერები

“ცნობისათვის: საქმეში ოდნავ ჩახედულმაც იცის, რომ ქართული ხელნაწერების საცავია არა ეროვნული მუზეუმი, არამედ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. მუზეუმში არსებული ხელნაწერების ყველა კოლექცია გამოეყო მუზეუმს 1958 წელს და გადაეცა საგანგებოდ მათ შესანახად შექმნილ ხელნაწერთა ინსტიტუტს, ამჟამინდელ ხელნაწერთა ცენტრს. ის მაინც ეკითხათ, თუ, საერთოდ, სად ინახება ამჟამად ქართული ხელნაწერები,” – წერს სოციალურ ქსელში ლიტერატურათმცოდნე, რელიგიისა და კულტურის მკვლევარი, ფილოსოფოსი, თეოლოგი; პროფესორი; ფილოლოგიისა და ფილოსოფიის დოქტორი .