“მეორადი” პური რომ არსებობს და ესეც ძვირდება “ადუღებული” ეკონომიკის პირობებში?” – თამარ ბუჩუკური

“მეორადი” პური რომ არსებობს და ესეც ძვირდება “ადუღებული” ეკონომიკის პირობებში?” – თამარ ბუჩუკური
მეორადი პური რომ არსებობს და ესეც ძვირდება “ადუღებული” ეკონომიკის პირობებში
იყიდებიან ადამიანები თუ არა, ეს ერთი საკითხია… ფაქტი კი ისაა, რომ ამ საზარელ გარემოში ყველა ერთად ვცხოვრობთ. ადამიანები უკიდურეს გაჭირვებამდე მიიყვანეს, ბავშვები ჯანსაღი პროდუქტების ნაცვლად მეორად პურს ჭამენ არა იმიტომ, რომ გაიზარდონ, რომ დღეს რამენაირად გადარჩნენ დაობებისკენ წასული გემო არ იციან პირდაპირი ჩარტერით მოსარგებლე ჩინოვნიკების შვილებმა, მაგრამ ახალი, ჯანსაღი პროდუქტის გემოა სრულიად უცნობი ათასობით ბავშვისთვის… დროა, თითოეული ჩვენგანის მიერ ნებით თუ უნებლიედ გაყიდული საქართველო დავიბრუნოთ… ამ ქვეყანაში ქართული ოცნების უამრავი ამომრჩეველი ცხოვრობს, რომლებსაც არც კი ყიდულობენ ქოცთა ზევსები, სიღატაკის გარდა, არც არაფერს სთავაზობენ. ჰოდა 41-ის ხაზვით როგორც მოუხაზეთ ქვეყანას და თქვენს წილ მომავალს, ისევე ინებეთ კეთილი და საერთო ბრძოლაში ჩაერთეთ ამაზე იფიქრეთ 5 კგ. კარტოფილს მიჩვეულმა ამომრჩევლებმა. ოლიგარქი არც იმდენად კეთილია, თუნდაც 4 წელიწადში ერთხელ თქვენს კვებაზე იზრუნოს.
P.S. ფოტო ჩემი გადაღებულია გამყიდველთან შეთანხმებით, რომელმაც მითხრა, რომ დაობებისკენ წასული პური ყველაზე მოთხოვნადია.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)