მედია: ხვიჩა კვარაცხელია „ნოვაია ვალნაზე“ საქართველოს სახელით წარდგება

რუსულ მუსიკალური კონკურსზე „ნოვაია ვალნა“, რომელსაც ქართველი მაყურებელი „იურმალას“ სახელით იცნობს, საქართველო უკვე წლებია მონაწილეობას არ იღებს, თუმცა დღეს, 16 მაისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს სახელით კონკურსზე, რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, წარდგება.

ინფორმაცია ამის შესახებ, კონკურსის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

კონკურსზე სულ 13 კონკურსანტია წარმოდგენილი, მათგან 7 ს წარმომადგენელია.

ცნობისთვის, კონკურსი წლების მანძილზე ლატვიის ქალაქ „იურმალაში“ ძინტერის საკონცერტო დარბაზში იმართებოდა, თუმცა პუტინის პოლიტიკის გამო, ორგანიზატორებს ლატვიის დატოვება მოუხდათ, ვინაიდან ქვეყანამ რუსი მომღერლების დიდი ნაწილი, რომლებიც კონკურსზე მოწვეული სტუმრის სახელით გამოდიოდნენ დაასანქცირა.

ცნობისთვის, კონკურსზე საქართველოს სახელით ბოლოს, გიორგი ნადიბაიძე წარსდგა, ამ დროს კონკურსი უკვე რუსეთში, სოჭში იმართებოდა. აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ მანამდე საქართველომ ორჯერ მოიპოვა გამარჯვება კონკურსზე, 2007 წელს „დუეტმა ჯორჯიამ“, ხოლო 2014 წელს ნუცა ბუზალაძემ.

წყარო