ჯგუფური ძალადობა და ანგარიშსწორება სტუდენტების წინააღმდეგ – რუსული კანონის მოწინააღმდეგე მომიტინგეს, ნიკო მანაგაძეს უნივერსიტეტთან ფიზიკურად, სავარაუდოდ, “ოცნების” ახალგაზრდა პარტაქტივი გაუსწორდა.
კადრებში კარგად ჩანს, რომ ახალგაზრდა აქტივისტს, ჯერ პრემიერ-მინისტრის დაცვამ კრა ხელი, შემდეგ კი მასზე ათამდე ახალგაზრდამ ფიზიკურად იძალადა – სახეში მუშტები ურტყეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. კობახიძემ ძალადობის ფაქტი საკუთარი თვალით დაინახა, თუმც არაფერი შეიმჩნია, აგრესიულად განწყობილ ჯგუფს ხელი დაუქნია და უნივერსიტეტიდან წავიდა.
ნიკო მანაგაძე “პირველებთან” ამბობს, რომ ყოველ მის ლექციაზე ირაკლი კობახიძეს “ტიტუშკების” რაზმი ჰყავს მობილიზებული და ყოველი სტუდენტის პროტესტი პრემიერის მისამართით მსგავსი ძალადობით სრულდება.