
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, კარლო კაციტაძის დედა – თამარ კაციტაძე, რომელიც ფეისბუკში “თამარ ქართველის” სახელითაა წარმოდგენილი, საქართველოში პროევროპული აქციების მონაწილეებს “მწვანე იუდას მადიდებლებად”, “გამყიდველებად” და “ზელენსკივით მოღალატე ვაი ქართველებად” მოიხსენიებს და მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს;

