რუსეთის ოთხ აეროპორტში, ყაზანის, ნიჟნი ნოვგოროდის, სარატოვისა და ტამბოვის აეროპორტებში, ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დროებითი შეზღუდვები დაწესდა, – ინფორმაციას რუსული მედია „როსავიაციის“ ოფიციალურ წარმომადგენელზე, არტიომ კორენიაკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი განცხადებით, თვითმფრინავების ეკიპაჟები, ფრენის დისპეტჩერები და აეროპორტის სამსახურები ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ზომას იღებენ.
ამასთან, „ტელეგრამ“ არხების ცნობით, ჩუვაშეთის რესპუბლიკის ქალაქ ჩებოქსარში აფეთქებების ხმების ისმოდა.
