“ქართული ოცნების” მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას მხარი არ დაუჭირა. საქართველო იმ ექვსი ქვეყნის ჩამონათვალშია, ვინც თავს იკავებს პუტინის სამხედრო დანაშაულების საერთაშორსიო გამოძიებსგან. თავდაპირველად, “ქართული ოცნების” დელეგაციამ ტრიბუნალის შექმნს აპრილში მხარი დაუჭირაა, თუმცა მას შემდეგ, რაც ევროპის საბჭოში სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, ირკვევა, რომ საქართველომ თავი შეიკავა. ის, რასაც დღეს ივანიშვილის გუნდი აკეთებს, უკრაინელი პოლიტიკოსებისთვის “კრემლის ჩურჩულია”.
ვინ არის რუსეთის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნის მოწინააღმდეგე? ჩამონათვალში ვხდებით უნგრეთს, თურქეთს და სერბეთს. ირკვევა, რომ 24 ივნისის სხდომაზე საქართველომ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა. ანუ “ქართული ოცნება” უარს ამბობს, გამოიძინონ უკრაინელი ქალების და ბავშვების მკვლელობები, გამოიძიონ სამხედრო დანაშაულები, რაც შეიძლება, საფუძვლად დაედოს პუტინის გასამართლებას. “სამარცხვინოა” – ასე აფასებენ ოპოზიციაში “ქართული ოცნების” დუმილს.
სპეციალური ტრიბუნალის მანდატი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის მაღალი რანგის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების სისხლის სამართლებრივი დევნა იქნება. “ქართული ოცნება” ამ დრომდე დუმდა და არაფერს ამბობდა. დიდი სკანდალი ისევ ევროპაში ჩასულმა ქართველმა პოლიტიკოსებმა გახეთქეს.