ირანში ისრაელთან ომში დაღუპული გენერლებისა და მეცნიერების დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს

ირანში ისრაელთან ომში დაღუპული გენერლებისა და მეცნიერების დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ისრაელთან 12-დღიან ომში დაღუპული ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის, სხვა მაღალი რანგის მეთაურებისა და ბირთვული მეცნიერების დაკრძალვის ცერემონიაზე თეირანის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.
ცნობისთვის, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური ჰოსეინ სალამი, ომის პირველ დღეს, 13 ივნისს დაიღუპა.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის იერიშების შედეგად 30 ირანელი მაღალი რანგის სამხედრო პირი და 11 ბირთვული მეცნიერი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე: ზურაბ ჯაფარიძე: გავერთე და ფასები შევადარე ტრამპ თაუერის 1 კვ/მ-ზე დაანონსებულ ფასში, შეგიძლია იყიდო ბინა/აპარტამენტი: მადრიდში, ბარსელონაში, ლისაბონში, რომში, მილანში, ათენში…

ირმა ინაშვილი – თუ „პატრიოტთა ალიანსის“ და ღარიბაშვილის პოლიტიკური ერთობა შედგება, ეს სერიოზულ სიახლეს შემოიტანს პოლიტიკურ ველზე – ლილუაშვილს არ მოვიაზრებ იმიტომ, რომ პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა