მედია – დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი მოსკოვში ვიზიტს და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის, ს სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, სტივ უიტკოფი მოსკოვში ვიზიტს და ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას გეგმავს, – ინფორმაციას Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც გამოცემას ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრნენ.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, უიტკოფი მოსკოვში ამ კვირაში გაემგზავრება.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ვლადიმერ პუტინს თებერვალშიც შეხვდა, რასაც ამერიკელი სკოლის მასწავლებლის, მარკ ფოგელის -ში დაბრუნება მოჰყვა, რომელსაც რუსეთის ციხეში 14 წელი ჰქონდა მისჯილი სამედიცინო დანიშნულების გამოწერილი მარიხუანას შენახვის გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მათიკაშვილი – იმ სრულიად პროვოკაციულ და ტყუილებით გაჯერებულ კითხვაზე, რომელიც ანტიქართული განწყობებით სავსე ჯო უილსონმა დაუსვა მარკო რუბიოს, საკმაოდ აბსტრაქტული პასუხი იყო გაცემული – ნახსენები არ იყო არც „ქართული ოცნება“ და არც საქართველო