მედია – გერმანიის პარლამენტმა უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემას მხარი არ დაუჭირა

გერმანიის პარლამენტმა უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემას მხარი არ დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას
გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, რეზოლუციის პროექტს 178-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 485 წინააღმდეგ წავიდა.
რეზოლუციის წინააღმდეგ გამოვიდნენ სამთავრობო კოალიციის წევრები “მწვანეები” და “თავისუფალი დემოკრატიული პარტია”, რომლებიც აქამდე მხარს უჭერდნენ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდას, მათ შორის ფრთოსანი რაკეტებით.
გამოცემის ცნობით, აღნიშნულმა პარტიებმა ოპოზიციაში მყოფი “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის” ინიციატივა გერმანიის შიდაპოლიტიკურ დებატებში ტაქტიკური უპირატესობის მოპოვების მცდელობად აღიქვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო