მედია: არსებული ინფორმაციით, ზურაბ მახარაძეს ჯგუფური ძალადობის მუხლით ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი  პრორუსული დაჯგუფების ლიდერი, ზურა მახარაძეა.

საგამოძიებო უწყების ცნობით, საქმე ეხება 23 მარტს ზუგდიდში მომხდარ შემთხვევას. თუმცა, პროკურატურის განცხადებაში იმ პირთა ვინაობა, რომელსაც საგამოძიებო უწყებამ ბრალდება წარუდგინა, დაკონკრეტებული არ არის.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 23 მარტს, ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ორი პირის, ხოლო მეორე ბრალდებულმა ერთ პირის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) ხოლო ერთ ბრალდებულს ასევე „გ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ნაცვლიშვილი პრემიერს – მეგობრებს დებატებში არ იწვევენ – ხვალ არის კანონპროექტის განხილვა კომიტეტზე და მოდი, განვიხილოთ, თუ გინდა გარეთ მყოფ ხალხს გაესაუბრე, თუ გინდა შიგნით შემოდი, დაგელოდებით

პრემიერი – გაგებით ვერ მოვეკიდებით ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას, როდესაც უცხოელი დიპლომატები დახურულ კარს მიღმა ჩვენს არგუმენტებს არგუმენტებით ვერ პასუხობენ და საჯარო სივრცეში საფუძველს მოკლებულ პოლიტიკურ განცხადებებს მაინც აკეთებენ