მედვედევი სირსკის წყევლის და მოღალატეს უწოდებს

მოსკოვში მწვავე რეაქცია მოჰყვა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მომხდარ საკადრო ცვლილებებს. პრეზიდენტ ს გადაწყვეტილებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის თანამდებობა მ დატოვა და პოსტი გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ დაიკავა.
კრემლში მიაჩნიათ, რომ სირსკი, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირში, ს რესპუბლიკის ტერიტორიაზეა დაბადებული, მოღალატეა და ის გამარჯვებას ვერ მიაღწევს. 58 წლის უკრაინელი გენერალ-ლეიტენანტი სირსკი 1965 წელს ვლადიმირის რაიონშია დაბადებული და სამხედრო განათლება მოსკოვში აქვს მიღებული.
სირსკი საბჭოთა არმიაში მსახურობდა და ში 1980-იან წლებში გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ სირსკის პოსტსაბჭოთა რუსეთის ჯარში არასდროს უმსახურია, მას , რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მოღალატედ მოიხსენიებს და წყევლის.
„[ის] საბჭოთა რუსი ოფიცერი იყო, მაგრამ გახდა ბანდერისტი მოღალატე, რომელმაც დაარღვია ფიცი და ემსახურება ნაცისტებს, ანადგურებს მის ახლობლებს. დაე მიწა იწვოდეს მის ფეხქვეშ“,- წერს მედვედევი.
სტეპან ბანდერა უკრაინელი ნაციონალისტი იყო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს თანამშრომლობდა ნაცისტურ გერმანიასთან წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბანდერას უკრაინაში თავისუფლებისთვის მებრძოლად მოიხსენიებენ, რუსების ნაწილი კი მას მოღალატედ მიიჩნევს. კრემლი ბანდერისტბს ეძახის უკრაინის მოქმედ ხელისუფლებასაც.
კრემლის პრესსპიკერი პესკოვი კი ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის შეცვლა ფრონტის ხაზზე გავლენას ვერ იქონიებს. კრემლში უკრაინაზე თავდასხმას და მიმდინარე სრულმასშტაბიან ომს კვლავ „სპეცოპერაციად“ მოიხსენიებენ.
„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს არის ფაქტორი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს სპეცოპერაციის მიმდინარეობა“,- ამბობს კრემლის პრესსპიკერი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური გენერალი ვალერი ზალუჟნი თანამდებობიდან 8 თებერვალს გადააყენა, მის ნაცვლად კი თანამდებობაზე სახმელეთო ძალების მეთაური, გენერალი ოლექსანდრ სირსკი დანიშნა. „დღეიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების მართვას ხელში ახალი გუნდი იღებს“,- ეწერა ზელენსკის განცხადებაში. ვრცლად ნახეთ აქ.

ასევე დაგაინტერესებთ

“შესაძლებლობა რომ მქონდეს, „ოცნების“ ლიდერს ვკითხავდი – სურს კი, რომ მთელი მისი ქველმოქმედება რუსულ სპეცოპერაციას დაემსგავსოს, დაახლოებით ისეთს, როგორითაც რუსები უკრაინაში შეჭრისათვის ემზადებოდნენ?”