მედვედევი: ევროპამ ვერ შეძლო რუსეთის დამარცხება უკრაინაში

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ევროპის ძალებმა ვერ შეძლეს რუსეთის დამარცხება უკრაინაში, მაგრამ ამის მცდელობით საკუთარ თავს მძიმე ეკონომიკური ზიანი მიაყენეს.
„ევროპამ ძალიან გამაკვირვა“, – თქვა მედვედევმა Reuters-თან, TASS-თან და WarGonzo-ს ომის ბლოგერთან ინტერვიუში.
„რადგან ევროპა საკუთარი ქმედებებით ძირს უთხრის თავისი არსებობის საფუძვლებს. ეს უბრალოდ დაუჯერებელია“.

მედვედევმა განაცხადა, რომ ევროპულ ძალებს სურდათ „რუსეთისთვის სტრატეგიული დამარცხების მიყენება“, მაგრამ მათ „ვერაფერს მიაღწიეს“.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი: ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა, დემოკრატიული ძალები შეშინებულად გამოიყურებიან, აქციების ანონსიც გვეშინია – წასაშლელია პარტიული ხაზები, “ერთ პარტიად” გამოვაცხადოთ სამშობლო