მეგრელიშვილი რუსულ კანონზე: აქციები არ იქნება, არც უნდა იყოს

რა თქმა უნდა, არ დავუჭერთ მხარს [კანონპროექტს]. არა, აქციები არ იქნება, არც უნდა იყოს. 6 თვეში არის და მუხტი, რომელიც ვთქვათ, ახლა დაგროვდება, ნებისმიერ სისულელეზე, რომელსაც ქართული ოცნება ჩაიდენს, მისი რეალიზაცია უნდა მოვახდინოთ ოქტომბერში, საარჩევნო ყუთებთან.
გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, მისი პარტია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” რუსულ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. ღამის კურიერის წამყვანის კითხვაზე, მიიღებს თუ არა გირჩი დაგეგმილ აქციებში მონაწილეობას, მეგრელიშვილი პასუხობს, რომ აქციები არ იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ