მდინარაძე ეთანხმება, რომ ნავალნი პუტინის რეჟიმის მორიგი მსხვერპლია

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ეთანხმება, რომ რუსი ოპოზიციონერი პუტინის რეჟიმის მსხვერპლია.
მდინარაძეს ჟურნალისტმა ჰკითხა, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ალექსეი ნავალნი პუტინის რეჟიმის მორიგი მსხვერპლია, რაზეც ის ჟურნალისტს დაეთანხმა. თუმცა ნავალნის დაღუპვის გარემოებებზე საუბრისას მდინარაძემ პარალელი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობასთან გაავლო.
„დიახ, რა თქმა უნდა. შეიძლება კი არა, ის საფუძვლიანი ეჭვები, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, რაც ვრცელდება მისი გარდაცვალების მიზეზებზე, ძალიან სამწუხაროა, ესეც ყველაზე რბილად რომ ვთქვათ. ამავდროულად არც ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვახსენებს, ასევე ძალიან სამწუხაროდ, 2012 წლამდე ჩვენს ციხეში დაღუპულ ასობით პატიმარს.
სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას ჰყავდა ისეთი ხელისუფლება, დღეს ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლების პირობებში საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება, რა გარემოებებში დაიღუპა კონკრეტული ადამიანი, ეს რომ გახსენებს სულ რაღაც 11-12 წლის წინანდელ რეჟიმს, ეს კიდევ უფრო მეტი უბედურებაა. თუ ჩვენი ქვეყნის კონტექსტში და ამ რაკურსში შევხედავთ ამ ყველაფერს. ჩვენ ასობით პატიმარი გვეღუპებოდა ასეთ გაურკვეველ ვითარებაში და ამ რეჟიმს ემსახურებიან დღეს ტელევიზიები, პოლიტიკოსები, ექსპერტები, NGO-ს ზოგიერთ წარმომადგენელი. დღეს ამ საკითხზე ს კონტექსტში ისმება შეკითხვები, თუმცა არანაირი კითხვის ნიშანი არ აქვს ამ ადამიანებს საქართველოს კონტექსტში და კითხვებიც კი ისმება ასეთ საკითხებზე. ეს არის ჩვენი ქვეყნის პარადოქსი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან მდინარაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ოდნავ მორალი თუ აქვს, ნავალნისთან შედარებაზე ლაპარაკი ვერ უნდა გაბედოს.
„დღეს ეს სისხლის სამართლის დამნაშავე, კრიმინალი სააკაშვილი სასჯელს იხდის ოროთახიან ლუქსში. ძალიან გთხოვთ დაგუგლოთ რანაირ ე.წ. კამერაში იჯდა ნავალნი თავისი პატიმრობის დროს. ერთმანეთის გვერდით დადეთ ეს ფოტოები – სააკაშვილის ოროთახიანი ლუქსისის და ნავალნის ე.წ. კამერის. როგორი ვიზუალური განსხვავებაც არის მათ შორის, იგივე განსხვავებაა პატიმრობის მიზეზებით დაწყებული, პირობებით გაგრძელებული. უფრო დიდი ამორალურობა და სპეკულაცია, რომ ნავალნი და სააკაშვილი შეადარო ერთმანეთს, იმ სისტემის შემქმნელი, სადაც პატიმრები გაურკვეველ ვითარებაში იღუპებიან, [არ არსებობს]“, – განაცხადა მდინარაძემ.
რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის („ფსინ“) განცხადებით, ციხეში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დაიღუპა. განცხადებას ავრცელებს და რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის დაღუპვას ეხმაურება. სააკაშვილის თქმით, პუტინი ნავალნის მას ხშირად ადარებდა და ისიც ნავალნის მსგავსად ბოლომდე იბრძოლებს საქართველოში პუტინიზმის დასამარცხებლად.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – თუ ოპოზიციაში ერთობა არ გამოვიდა, გამიხარდება შეიქმნას 3-4 ცენტრი, რომ ბარიერის მიღმა არავინ დარჩეს, რადგან ეს „ქართული ოცნების“ ინტერესებზე წყლის დასხმაა – საჭიროა ვიწრო პარტიულ და ადამიანურ ეგოებზე უარის თქმა