მაღალი ტემპერატურა, თავისა და სახსრების ტკივილი, გამოხატული სისუსტე – ქვეყანაში სეზონური ვირუსებია გავრცელებული

მაღალი ტემპერატურა, თავისა და სახსრების ტკივილი, გამოხატული სისუსტე – ქვეყანაში სეზონური ვირუსებია გავრცელებული. გაზრდილია მიმართვიანობაც სამედიცინო დაწესებულებებში. ამ დროისთვის ძირითადად “ა” ტიპის ვირუსი ცირკულირებს, თუმცა პაციენტები კლინიკებს სხვა ვირუსული ინფექციებითაც აკითხავენ.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ, სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ, შემთხვევები კიდევ უფრო გაიზრდება, ამიტომ მოსახლეობას ვაქცინაციისა და რეკომენდაციების შესრულებას ურჩევენ.
“ბავშვთა მიმართვიანობა გაზრდილია ისევე, როგორც ყველა სეზონზე. ყოველ წელს, ამ დროისთვის, არის გაზრდილი. ცირკულირებს იგივე ტიპის გრიპის ვირუსები, რაც ცირკულირებდა აქამდე. განსაკუთრებულ შემთხვევებთან არ გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა, სოციალური აქტივობის გამო, როგორიც იქნება ბაღები, სკოლები და ა.შ. შეიძლება, შემთხვევათა რაოდენობამ მოიმატოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რამე კატასტროფასთან გვაქვს საქმე. იგივე გავრცელება არის ევროპის კონტინენტზე,”- აცხადებს პედიატრი თეიმურაზ მიქელაძე.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მოსახლეობას ურჩევს, რისკჯგუფებში მყოფ პირებში ვირუსის დადასტურების შემთხვევაში, დროულად მიმართონ ექიმს.
“ზოგადად, ახასიათებს მწვავე მიმდინარეობა, ესაა ცხელებით დასაწყისი, მშრალი ხველა, ყელის ტკივილი, შეიძლება იყოს სახსრების, კუნთების ტკივილი და ხანგრძლივდება სიმპტომები 5-დან 7 დღემდე, გართულებულ შემთხვევებში – შეიძლება 2 კვირამდეც. რისკჯგუფებში არიან ასაკოვანი ადამიანები, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები და მცირეწლოვანი ბავშვები, ამიტომ, თუ ამ კატეგორიაში თუ გრიპი დადასტურდება, მნიშვნელოვანია, მათ დროულად მიმართონ ექიმს,” – აცხადებს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

ასევე დაგაინტერესებთ

პირველ ლედის, ქართულ ენაზეც რომ წაეკითხა სიტყვა, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა და ეს მოსდით ადამიანებს, ვისაც ზედმეტად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ იმ აუდიტორიასთან, რომლის წინაშეც გამოდიან

ილია მეორის სიბრძნე, სიმტკიცე და შეუდრეკელი მსახურება გახდა ის ძალა, რომელმაც გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებაში – ირაკლი ჩიქოვანი

სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, თითქოს პატრიარქს ბიძინა ივანიშვილმა გადადგომა შესთავაზა – ფანტაზიის ნაყოფია. მათი მიზანი პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო, ახლა კი ცდილობენ ივანიშვილის რეპუტაცია შებღალონ