მას შემდეგ, რაც ცვლილებები მოხდა აშშ-ში, თავად ამერიკელები აპირებენ იმ ტიპის კანონის მიღებას, რაც მივიღეთ საქართველოს პარლამენტში, საქმე ეხება ოჯახურ ღირებულებებს და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას

მას შემდეგ, რაც ცვლილებები მოხდა -ში, თავად ამერიკელები აპირებენ იმ ტიპის კანონის მიღებას, რაც მივიღეთ საქართველოს პარლამენტში, საქმე ეხება ოჯახურ ღირებულებებს და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას
მას შემდეგ, რაც ცვლილებები მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, თავად ამერიკელები აპირებენ იმ ტიპის კანონის მიღებას, რაც ჩვენ მივიღეთ საქართველოს პარლამენტში, აქ საქმე ეხება ოჯახურ ღირებულებებს და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, რეალურად, ეს არის კიდევ უფრო მძაფრი პრობლემა ამერიკის შეერთებულ შტატებში, გამომდინარე იქიდან, რომ იქ არაერთი მიმართულებით სამწუხარო ტენდენციები კიდევ უფრო მძაფრად გამოიკვეთა.
„ჩვენ თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ ამ კანონში რაიმე არის ცუდი, მაშინ კი ბატონო, ვიმსჯელოთ, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ თითოეული ნორმა, რომელიც არის გაწერილი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონში, ემსახურება სწორედ შესაბამის ინტერესებს, ეს ემსახურება საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებს.
იგივე ეხება გამჭვირვალობის კანონს. თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ NGO-ების გამჭვირვალობა არის ცუდი და არა პირიქით, მაშინ კი ბატონო, ვიმსჯელოთ.
ჩვენ ყოველთვის ვიყავით ღია დისკუსიისთვის. მე პირადად, არაერთხელ მოვიწვიე დებატებში თუ დისკუსიაში შესაბამისი სუბიექტები, მათ შორის, უცხოელი დიპლომატები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, პროტესტის მონაწილეები, პოლიტიკური პარტიები.
ყოველ ჯერზე ისინი ამბობდნენ ამ დისკუსიაზე უარს იმიტომ, რომ სინამდვილეში არაფერი აქვთ სათქმელი არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური თვალსაზრისით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ ვართ ღია დისკუსიისთვის. თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ NGO-ების ბუნდოვანება არის უკეთესი, ვიდრე მათი გამჭვირვალობა, თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ ოჯახური ფასეულობების და არასრულწლოვანთა დაცვა არ არის მნიშვნელოვანი, მაშინ კი ბატონო, მაგრამ ამას სჭირდება ჯანსაღი დისკუსიები და არა ასეთი უხეში საუბრები, რასაც ჩვენ ხშირად ვისმენთ ხოლმე.
ჩვენ ყოველთვის ვიყავით და დღესაც მზად ვართ საჯარო დისკუსიისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დისკუსია შედგეს საჯაროდ, საზოგადოებამ მოისმინოს რეალურად ეს დისკუსია და გაირკვეს, რა არის ამ დისკუსიის შინაარსი.
დღემდე ჩვენ რასაც ვხედავთ, ჩვენ ვსაუბრობთ არგუმენტებით და არიან ამ კანონების ოპონენტები, რომლებიც არგუმენტების გარეშე აკეთებენ უხეშ განცხადებებს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ შედგეს საჯარო დისკუსია. საზოგადოების თვალწინ უნდა შედგეს ასეთი საჯარო დისკუსია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ ან ერთი ან მეორე მიმართულებით რაიმე სამართლებრივი პრინციპები ირღვევა, ან სხვა კუთხით არის პრობლემური ესა თუ ის კანონი, კი ბატონო, მაგრამ ჩვენ გვჭირდება არგუმენტები ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ