წინასწარი მონაცემებით, 2025 წლისთვის საშემოდგომო ნათესი ფართობები ბოლო ექვსწლიან მინიმუმზეა.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლისთვის საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობები 58.7 ათას ჰექტარს შეადგენს.
2020-2025 წლებში საქართველოში საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების (ხორბალი, ქერი) ნათესი ფართობები ასე გამოყურება:
· 2020 წელი – 59.4 ათასი ჰა;
· 2021 წელი – 64.2 ათასი ჰა;
· 2022 წელი – 67.1 ათასი ჰა;
· 2023 წელი – 66.7 ათასი ჰა;
· 2024 წელი – 63 ათასი ჰა;
· 2025 წელი – 58.7 ათასი ჰა.
ცნობისთვის, საშემოდგომო კულტურების ნათეს ფართობებში იგულისხმება წინა წლის შემოდგომაზე დათესილი საშემოდგომო კულტურების ნათესი ფართობი, საიდანაც მოსავლის აღება ხორციელდება მიმდინარე წელს.
წყარო: bpn.ge
