მარნეულში საკრებულოს შენობის დანგრევა და ახლის აშენება იგეგმება – გამოცხადებულია 2 მილიონიანი ტენდერი

მარნეულში საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად 2.1 მილიონის დახარჯვა იგეგმება. ტენდერი უკვე გამოცხადებულია, წინადადებების მიღება 8 მარტს დაიწყება და 11 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 156 344 ლარი.
მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო განახორციელოს 720 კალენდარული დღის განმავლობაში და სამუშაოები დაიწყოს 2024 წლის 01 ივლისიდან.
მიმწოდბელის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე უნდა ვრცელდებოდეს შემდეგი სახის საგარანტიო ვადები: ა) კონსტრუქციული ნაწილის და ელ. გაყვანილობის მოწყობაში გამოყენებული მასალების საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების გაფორმების დღიდან – არანაკლებ 20 წელს; ბ) მშენებლობის დროს გამოყენებულ სამშენებლო მასალებზე (გათბობის, კონდიცირების, ვენტილაციის, წყალმომარაგების, წყალსარინების და სახანძრო წყალმომარაგების სამუშაოებში გამოყენებული დანადგარები და მასალები) – არანაკლებ 3 წელს; გ) სახურავის და კარ-ფანჯრის სამუშაოები – არანაკლებ 10 წელი; დ) და ყველა სხვა სახის სარემონტო სამუშაოსა და გამოყენებულ მასალებზე – არანაკლებ 2 წელს;
მშნებელობის დაწყებამდე უნდა მოხდეს მარნეულში, რუსთაველის #71-ში არსებული შენობის დემონტაჟი.